კოჩინელა 2002 წელს 22 დეკემბერს დაარსდა. თავდაპირველად კომპანია ღია ბარათების დამზადებით დაკავდა. კომპანიის ინოვაცია მდგომარეობდა ბარათების სახით ახალი მესიჯების დანერგვაში, ხშირ შემთხვევაში უცხო ჩვენი მომხმარებლისათვის, მაგრამ ძალიან სასიკეთო და სასარგებლო. ტრადიციულ – „გილოცავთ“ და „გიწვევთ“ ბარათებთან ერთად კომპანიამ არატრადიციული მესიჯების მქონე ბარათებით ურთიერთობის კულტურა შესთავაზა ქართველ მომხმარებელს. „ჩქარა გამოჯანმრთელდი“, „მადლობა“, ვალენტინკებმა თუ სახუმარო ბარათებმა გარდატეხა მოახდინეს ქართულ მენტალიტეტში, მალევე მოიხვეჭა სახელი და დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობენ.
შემდეგ ჩვენ კიდევ ერთი ახალი პროდუქტი შევთავაზეთ ჩვენს მომხმარებელს – ეს გახლდათ დიპლომები და სიგელები დაბეჭდილი ძვირფას ქაღალდზე და შესრულებული მაღალ პოლოგრაფიულ დონეზე. ამას მოყვა სხვა ტიპის პოლიგაფიული პროდუქცია: ჩანთები, ყოველდღიურები, რუქები.
მინი ზომის ბარათების შემოტანა უკვე ბაზრის მოთხობნა გახლდათ. მინიბარათებმა აზრიანი, შინაარსიანი და მიზნობრივი დატვირთვა იკისრეს და ძლიერ შეაყვარეს თავი ჩვენს მომხმარებელს. ისინი უკონკურენტოა ფასის გათვალისწინებითაც.
შპს „კოჩინელა“ უკვე 13 წელია მოღვაწეობს და ის უკონკურენტოა ქართულ ბაზარზე ღია ბარათების წარმოების კუთხით. კოჩინელას პროდუქცია ინარჩუნებს მაღალ სტანდარტებს, გამოირჩევა ხარისხით და კონკურენტული ფასებით. დღეს კოჩინელას პარტნიორობას უწევენ ასზე მეტი კომპანა თუ ორგანიზაცია და ჩვენი პროდუქცია იყიდება როგორც თბილისში, ასევე ყველა დიდ ქალაქსა თუ რეგიონში ქვეყნის მაშტაბით.
ჩვენი ისტორია
თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ., #3
ტელ: 995 32 237 62 22; 995 77 74 77 44;
მეილი: cardscochinella@mail.ru, cards@cochinella.ge
Skype: tamar-sal
Coppyright © Cochinella.ge - All rights reserved.
Created by prosite.ge